19 | 12 | 2017

მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შუხუთში მოსახლეობას შეხვდნენ. თითქმის ერთი კვირაა მოსახლეობა ავტობანზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს. ისინი ხმაურს, მტვერსა და მძიმეწონიანი მანქანების, განსაკუთრებით ღამის საათებში, გადაადგილებას აპროტესტებენ. შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ბაქარ ბაბუხარდია იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას ტექნიკური საკითხების პირველ რიგში გადაწყვეტას დაჰპირდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა