17 | 12 | 2017

საკრებულოს ბიურომ სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

ბიურომ განიხილა საკითხები, რომლებიც საკრებულოში მოქმედი ხუთივე კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცებას ეხებოდა.

დღესვე ბიუროს სხდომაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. 2018 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესახებ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა მიმიდინარე წლის 24 ნოემბერს, 11 საათზეა ჩანიშნული.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა