19 | 12 | 2017

პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ მაგული კუნჭულია აირჩიეს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, საჯარო მოხელეთა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფესიულ კავშირის სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფკავშირის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა: საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ჭინჭარაული. სხდომას უძღვებოდა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფკავშირის წევრი ელენე იმნაძე. შეირჩა მდივანი ნონა ორაგველიძე-მიქელაძე. როლანდ ლაშხიამ შეაჯამა პროფკავშირის საქმიანობა. შეხვედრაზე ერთსულოვნად დასახელდა ქალბატონი მაგული კუნჭულიას კანდიდატურა, რომელიც ერთსულოვნად აირჩიეს ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარედ. ქალბატონმა მაგულიმ დამსწრე საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა გასული ოთხი წლის მუშაობის მან აღნიშნა, რომ თითოეული თეთრი გამჭირვალედ დაიხარჯა. მაგული კუნჭულას თქმით, დაფინანსდა საჯარო მოხელეთა გადამზადება საკონკურსო საატესტაციო გამოცდებისათვის. ერთჯერადი დახმარება გაეწია დაახლოებით 65 წევრს. ლანჩხუთის საჯარო მოხელეთა პროფკავშირი ლაშისღელის, შუხუთისა და მაჩხვარეთის საბავშვო ბაღებს დაეხმარა ღონისძიებების მოწყობაში. დახმარება გაეწია ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა