19 | 12 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტუმრად ეწვევა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი, ქალბატონი თინათინ ბერუჩაშვილი

პირველ დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს სტუმრად ეწვევა ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერი, ქალბატონი თინათინ ბერუჩაშვილი, ექიმების ჯგუფთან ერთად.
თავად ქალბატონი თინათინი პარასკევს, პირველ დეკემბერს, 14 საათზე, ლანჩხუთის რესურს ცენტრის სხდომათა დარბაზში საგანმანათლებლო ტრენინგს ჩაუტარებს ლანჩხუთელ პედაგოგებსა და საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს.
იმავე დღეს, 16 საათზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში თინათინ ბერუჩაშვილი მოწვეულ სტუმრებს წარუდგენს ერთი წლის მუშაობის ანგარიშს, ასევე გააცნობს სამომავლო გეგმებს. 
შაბათ-კვირას კი, ორ და სამ დეკემბერს, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკაში 11 საათიდან ლანჩხუთელ პაციენტებს უფასოდ მოემსახურებიან ექიმები: ონკოქირურგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; მამოლოგი მაკა ეგუტიძე და გინეკოლოგი თამარ ცინცაძე.
ასევე, "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ლანჩხუთის წევრებთან იმუშავებს ფსიქოლოგი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა