19 | 12 | 2017

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეთა მიღება გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მოქალაქეთა ყოველკვირეული მიღება გამართა.
მოქალაქეები მერთან სხვადასხვა საკითხზე დახმარების თხოვნით იყვნენ მისულები. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლებმა ალექსანდრე სარიშვილს მოახსენეს, რომ სახლს სახურავის პრობლემა ჰქონდა, რაზედაც მიიღეს დაპირება, რომ მათ დახმარება აუცილებლად გაეწევათ.
მიღებაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულიდან, მათთან ერთად იყო ასევე საკრებულოს წევრი აკაკი იმნაიშვილი. მათ მერს მოახსენეს, რომ ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის, "სინოჰიდროს" წარმომადგენლები პირობას არ ასრულებენ და მოსახლეობას ისევ ექმნებათ პრობლემები. მერი, შესაძლებლობის ფარგლებში, მათ დახმარებას დაპირდა და თანადგომა აღუთქვა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი კვირის სამშაბათი მერთან მოქალაქეების მიღების დღეა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა