19 | 12 | 2017

საკრებულომ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებას მხარი დაუჭირა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

საკრებულომ მხარი დაუჭირა ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს. აღნიშნულის შესახებ განმარტებები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა.

როგორც მან განმარტა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წერილის საფუძველზე, მიზანშეწონილია, განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები: ბიუჯეტის დამტკიცებულ ასიგნების ფარგლებში სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამის 13186 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა 500 ლარით; ბიკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა 6336 ლარით; სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა 6350 ლარით; ასევე სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 400 ლარით და სხვა ხარჯების მუხლის 500 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს სოც. უზრუნველყოფის მუხლი 900 ლარით.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 1012 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს შრომის ანაზღაურების მუხლი 1012 ლარით;

წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფის 4000 ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს- მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა ხარჯების მუხლი 1050 ლარით, მუნიციპალიტეტის გარე განათების ელექტროენერგიის ხარჯის არაფინასური აქტივების ზრდის მუხლი ს 450 ლარით, ქალაქის ტერიტორიაზე მუნიციპალური შენობა ნაგებობაში დახარჯული წყლის გადასახადის ოფისის მუხლი 2500 ლარით.

საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურეობის შესყიდვა სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის
157353 ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს არაფინანსური აქტივების მუხლი 157353 ლარით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქონელი და მომსახურების მუხლი 4000 ლარის შემცირების ხარჯზე, გაიზარდოს საკრებულოს ტრანსპორტის მუხლი 4000 ლარით.

მუნიციპალიტეტის მერიის საქონელი და მომსახურების მუხლის 3600 ლარის შემცირების ხარჯზე გაიზარდოს ტრანსპორტის მუხლი 3600 ლარით. მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაცის სამსახურის საქონელი და მომსახურების მუხლი 900 ლარის შემცირდების ხარჯზე, გაიზარდოს ტრანსპორტის მუხლი 900 ლარით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა