17 | 12 | 2017

შეხვედრა ქალთა უფლებების დაცვის საკითხთან დაკავშირებით

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ელენე რუსეცკაია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს შეხვდა. როგორც ქალბატონმა ელენემ განაცხადა გაეროს მხარდაჭერილი პროექტის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ჩაერთო ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ქალთა მიმართ და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, რომელიც მოიცავს ქვემო ქართლსა და გურიის რეგიონებს. მისი თქმით, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ჩაერთოს და ვალდებულებები აიღოს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. ამასთან დაკავშირებით შემუშავდება სამოქმედო გეგმაც. თავის მხრივ მუნიციპალიტეტის მერმა გამოთქვა მზაობა, აქტიურად დაუჭიროს მხარი „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“ იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც იგი სამომავლოდ გურიაში, კერძოდ, კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გეგმავს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა