19 | 12 | 2017

მერი და თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის წარმომადგენელი შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით ფირცხალაიშვილი და საკრებულოს წევრი აკაკი იმნაიშვილი. მოსახლეობა ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის, "„სინოჰიდროს" საქმიანობას აპროტესტებდა. მათი თქმით, სატვირთო მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო მათ საცხოვრებელ სახლებს პრობლემები ექმნებათ, აწუხებთ მტვერი და ხმაური. აღნიშნულის მოგვარებას შუხუთელები კატეგორიულად ითხოვენ, და ამბობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეაფერხებენ. ალექსანდრე სარიშვილი და ბესიკ ტაბიძე მოსახლეობას დაპირდნენ, რომ აუცილებლად შეახვედრებდნენ კომპანიის წარმომადგენელს. "გპირდებით, რომ ხვალ კომპანიის წარმომადგენელი ჩამოვა და შეგეძლებათ მას ყველა თქვენი პრობლემა გააცნოთ," - განუცხადეს მოსახლეობას ალექსანდრე სარიშვილმა და ბესიკ ტაბიძემ. მხოლოდ ამ დაპირების შემდეგ მისცა მოსახლეობამ "სინჰიდროს" სატვირთო მანქანებს მუშაობის გაგრძელების საშუალება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა