19 | 12 | 2017

მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ქვიანში იმყოფებოდნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად სოფელ ქვიანში იმყოფებოდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს, მსხვილფეხა პირუტყვის საძოვარს პრობლემა ექმნება. რეალურად საძოვარი გზის ერთ ნახევარზე რჩება და პირუტყვს საძოვარზე გადასასვლელი არ აქვს.
შეხვედრაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბაქარ ბაბუხარდია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მოგვარებადია. პროექტში გათვალისწინებულია არამხოლოდ გზისგამტარებისა და ესტაკადების მშენებლობა, არამედ პირუტყვის გადასარეკი ადგილებისა და საფეხმავლო ბილიკების გამოყოფა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა