19 | 12 | 2017

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, საჯარო მოხელეებისთვის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ინფორმირებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ნაჩვენები იყო ასევე დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

,,ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ და ცენტრის გენდერული ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისა და სოციალური განათლების მიმართულების კოორდინატორმა, მამაუკა გაჩეჩილაძემ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართ საერთაშორისო კანონმდებლობის შესახებ. ასევე განხილული იყო კანონით განსაზღვრული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმები ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, დამცავი მექანიზმების გაცნობა.

დისკუსია შეეხო ასევე ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის დახმარების სერვისების შესახებ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული საკითხებზე მუშაობაში ყველა სტრუქტურულ რგოლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების ჩართვა მნიშვნელოვანია.

საკრებულოში უნდა შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს.

ღონისძიება გაიმართა პროექტის ,,ქალების გაძლიერება ცნობიერების ამაღლების გზით’’ ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა