19 | 12 | 2017

ადგილობრივი ხელისუფლება ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის -,,სინოჰიდროს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანიის მენეჯერს შუხუთში არსებული ვითარება გააცნო. როგორც ცნობილია, მოსახლეობა ავტობანზე "„სინოჰიდროს" საქმიანობას აპროტესტებს. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ სატვირთო მანქანების ხშირი მიმოსვლის გამო, გაუსაძლისი მტვერი და ხმაურია, მათ საცხოვრებელ სახლებსაც პრობლემა ექმნებათ და ზიანდება. მოსახლეობა ჩინური კომპანიისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეაფერხებენ.

როგორც შეხვედრაზე ,,სინოჰიდროს“ მენეჯერმა აღნიშნა, კომპანია ყველა იმ ვალდებულებას ასრულებს, რაც პროექტითაა გათვალისწინებული. ,,რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, მოსახლეობის მოთხოვნას კომპანია ვერ დააკმაყოფილებს, რამდენადაც აღნიშნული გზა გახლავთ საერთაშორისო მნიშვნელობის და პრობლემა კომპანიას არ გამოუწვევია. ამის მტკიცებულებად გვაქვს სპეციალისტების დასკვნაც“, აღნიშნა ,,სინოჰიდროს“ მენეჯერმა.

როგორც აღნიშნეს, ისინი მოსახლეობის მოთხოვნას ასრულებენ, რაც გზის გაწმენდასა და მორწყვასთანაა დაკავშირებული. მათივე თქმით, დეკემბრის დასაწყისში დამატებით კიდევ ერთი სარწყავი მანქანა შეასრულებს ინტენსიურ გზის მორწყვის სამუშაოებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა