17 | 12 | 2017

კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე ვერიკო კვირკველია უძღვებოდა.

კომისიამ განიხილა საკითხი, რომელიც საკრებულოში
ახალი ფრაქციის - „ლანჩხუთელები ძლიერი თვითმმართველობისათვის“ შექმნას ეხება. ფრაქციის თავმჯდომარე -იოსებ ჩხაიძე, ხოლო წევრები კახაბერ ასკურავა და ლელა ჩახვაძე იქნებიან.

კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა ,,ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში შევიდეს ცვლილება და შესაბამის მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:

საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან გააგზავნოს ინფორმაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და /ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კლუბის მიერ მომზადებულია სმს-ების დაგზავნის მონაცემთა ბაზა, გამომწერებთან გაფორმებულია ანკეტა მემორანდუმი. აღნიშნული ბაზა მორგებულია სოფლების სპეციფიკაზე და საშუალებას იძლევა დაგზავნა განხორციელდეს მოსახლეობის ინფორმირებისთვის სხვადასხვა საკითხების შესახებ. 
(საკრებულოს სხდომების, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომების, ბიუჯეტის განხილვის და ა. შ).

კომისამ ასევე პეტიციის წარმდგენი სუბიექტების (დავით გოგიჩაიშვილი, ეთერ ჭყონია, ია გოროზია) მიერ წარმოდგენილი პეტიციები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა