19 | 12 | 2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა გიორგი ფაცურია

გიორგი ფაცურია დაიბადა 1953 წლის 18 მაისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში.
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სპეციალობით.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე:
1980-1991 წლებში იყო სახალხო კონტროლის ლანჩხუთის რაიონული კომიტეტის თავმჯდომარე;
2013-2014 წლებში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
2014-2015 წლებში იყო ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ დირექტორი;
2015 წლიდან 2017 წლის ნოემბრამდე იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი;
2017 წლის პირველ დეკემბერს დაინიშნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა