17 | 12 | 2017

შეხვედრა მოსახლეობასთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე კიდევ ერთხელ შეხვდნენ სოფელ შუხუთის მაცხოვრებლებს, კონკრეტულად კი იმ 32 ოჯახის წარმომადგენლებს, რომლებიც ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული ჩინური კომპანიის, "სინჰიდროს" მუშაობას აპროტესტებენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგზაო დეპრატმანეტისა და საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლები გარემოს დაცვის კუთხით და საგზაო უსაფრთხოების ინჟინერი.
ცხარე კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მუხლობრივად ჩამოყალიბდეს და მიეწოდოს საგზაო დეპარტამენტს.
"როგორც გავიგეთ, ითხოვენ, რომ ღამით დაიცვან უსაფრთხოების ზომები, ირწყვებოდეს ქუჩა, ასევე ითხოვენ კომპენსაციას. ჩვენ ვაცნობებთ ზემდგომს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო" - გვითხრეს საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებმა.
"ჩვენი ვალია ხელი შევუწყოთ მსოფლიო დონის გზის მშენებლობას ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ ცხადია, არ უნდა დაზარალდეს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ ვხვდებით ერთმანეთს, რომ სიტუაცია განიმუხტოს. იმედია, არცერთი მხარე არ იქნება უკმაყოფილო" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
გაცნობებთ, რომ ამ ეტაპისთვის შუხუთში "სინჰიდროს" მუშაობაში ხელი არ ეშლება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა