17 | 12 | 2017

გამარჯვებულ ქალთა კლუბმა წლის ანგარიში ჩააბარა

დღეს "გამარჯვებულ ქალთა კლუბმა" მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ერთი წლის ანგარიში ჩააბარა.
ანგარიშამდე "სკრინინგ ცენტრის" მენეჯერი და ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე თინათინ ბერუჩაშვილი მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მიიწვია.
მერთან შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ისაუბრეს "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" მიღწევებსა და აუცილებლობაზე, მის საქმიანობაზე.
სხდომათა დარბაზში ქალბატონმა თინათინმა ლანჩხუთელებს, მოწვეულ სტუმრებსა და კლუბის წევრებს კლუბის მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.
აღინიშნა, რომ კლუბის დახმარებით არაერთ ქალბატონს გაეწია სათანადო დახმარება.
როგორც ქალბატონმა თინათინმა ბრძანა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ჯერჯერობით, ერთადერთია, კლუბს თავისი ბიუჯეტიდან რომ აფინანსებს.
"ეს კლუბი აკეთებს ძალიან კარგ საქმეს. უამრავი ადამიანი განიკურნა და ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს, შვილებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ამ ქალბატონებს ფსიქოლოგიური დახმარება ეწევათ. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის თავად ქალბატონ თინათინს და შემდეგ მზია კვირკველიას, "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ხელმძღვანელს ლანჩხუთში, რომელიც წუთით არ ისვენებს და მუდამ ცდილობს ქალბატონებს სათანადო თანადგომა აღმოუჩინოს. ჩვენის მხრივ, რაც შეგვეძლება, მუდამ თქვენ გვერდით ვიქნებით" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. 
ანგარიშის შემდეგ სტუმრები და მასპინძლები ლესის ბავშვთა სახლს ეწვივნენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა