17 | 12 | 2017

უფასო გასინჯვები ლანჩხუთში

გუშინ, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ლანჩხუთის კლინიკაში ლანჩხუთელ პაციენტებს უფასოდ მოემსახურენ ექიმები: უფასოდ მოემსახურებიან ექიმები: ონკოქირურგი, პროფესორი რემა ღვამიჩავა; მამოლოგი მაკა ეგუტიძე და გინეკოლოგი თამარ ცინცაძე. ასევე, "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ლანჩხუთის წევრებისთვის სპეციალურად მუშაობს ფსიქოლოგი. ექიმები ლანჩხუთში "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" მოწვევით ჩამოვიდნენ. მათ თან ახლავთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მენეჯერი, თინათინ ბერუჩაშვილი. სტუმრებს ადგილზე ეწვია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი. "თუკი რაიმეში დაგჭირდებათ ჩვენი დახმარება, მზად ვარ თქვენ გვერდით ვიდგე" - განუცხადა სარიშვილმა ექიმებსა და "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა