17 | 12 | 2017

მერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ვექტორის“ ხელმძღვანელმა მარი ნუცუბიძემ მერს სამომავლო გეგმები გააცნო. მშობლების სახელით ალექსანდრე სარიშვილს მადლობა გადაუხადა, ინეზა კვაჭაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მისი ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს მომავალშიც არ მოაკლდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა