17 | 12 | 2017

დღეს ჯიხეთობაა

4 დეკმებერი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული ჯიხეთის დედათა მონასტერში განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ეს ტაძარი სწორედ ამ დღესასწაულის სახელობისაა. ჯიხეთში სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, მისი მოადგილე გიორგი ფაცურია, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მოადგილე ვლადიმერ ნანაძე დაესწრნენ. წირვას შემოქმედის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე იოსები აღავლენდა. წირვის დასასრულს მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ყველას მიულოცა დღევანდელი დღე: "გილოცავთ ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღესასწაულს. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ინებოს დედა ღვთისამ, რომ მისი მადლიანი კალთა გადაგვაფაროს. გილოცავთ კიდევ ერთხელ. დღევანდელი დღის მადლი შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა