17 | 12 | 2017

რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობაში

1-2 დეკემბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მიხეილ სამხარაძის ხსოვნისადი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. შეჯიბრი ორ ასაკობრივ ჯგუფში, 2003-2004-2005 წლებსა და 2006-2007-2008 წლებში დაბადებულ ვაჟთა შორის. ტურნირში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, შრომის, ლიხაურის, თხინვალისა და ზვანის საჭიდაო კლუბების მოჭიდავეები. დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩვენებურებმა 7 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი აიღეს და გუნდური პირველობაც მოიპოვეს . გუნდური მეორე ადგილი აიღო აჭარამ, ხოლო მესამეზე გავიდა ოზურგეთის სპორტული ცენტრის გუნდი. გამარჯვებულები დააჯილდოვეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, ლანჩხუთის სპორტის განყოფილების უფროსმა, პაატა ურუშაძემ და სპორტული ცენტრის ხემძღვანელმა გურამ იმნაიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა