17 | 12 | 2017

შეხვედრა თემაზე: ძალადობა ოჯახში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიაში, თამარ ოგანოვი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგნლებს შეხვდა. შეხვედრის თემა იყო ქალზე ძალადობა ოჯახში. ქალბატონი თამარი დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუკი დააფიქსირებენ ფაქტს, შეატყობინებენ თუ არა სამართალდამცავ ორგანოებს, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო: "ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრით. მიხარია, რომ ასე გაგებით ეკიდებით აღნიშნულ პრობლემას და რაც მთავარია, მიხარია, რომ შეტყობინებაზე უარს არ ამბობთ" - აღნიშნა სტუმარმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა