17 | 12 | 2017

საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეებთან მიღება გამართა

დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეებთან მიღება გამართა.

ადგილობრივებმა თავმჯდომარეს მათთვის პრობლემატური საკითხები პირადად გააცნეს, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარემ მათი განცხადებები კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად განიხილა. როგორც აღნიშნა, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარება მოქალაქეებს დროულად გაეწევათ.

შეგახსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან მიღების დღე სამშაბათია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ბესიკ ტაბიძე მათ ყოველდღე ღებულობს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

 

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა