17 | 12 | 2017

„იდეების განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი მერს შეხვდა

დღეს „იდეების განვითარების ფონდი“-ის პრეზიდენტი დიანა სახურია და ფონდის ამერიკის ოფისის ფინანსური მენეჯერი გიორგი კარტოზია ლანჩხუთში იმყოფებოდნენ.
როგორც ფონდის გურიის რეგიონის კურატორმა გია გოგუაძემ განაცხადა, უკვე დარეგისტრირებულია 150 ადამიანი, რომლებსაც შევსებული აქვთ აპლიკაციები და გაგზავნილი აქვთ სხვადასხვა ბიზნესპროექტები.
ორგანიზაციას 64 მსხვილი დონორი ორგანიზაცია აფინანსებს. წლის ბოლოს გაირკვევა გამარჯვებული აპლიკანტების ვინაობა.
„იდეების განვითარების ფონდის“ წარმომადგენლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს შეხვდნენ და სამომავალო გეგმები გააცნეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა