17 | 12 | 2017

მუნიციპალიტეტის მერი ახალგაზრდებს შეხვდა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მათ მუნიციპალიტეტის მერს, ალექსანდრე სარიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვეს. როგორც მოსწავლეებმა განაცხადეს: „-სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე გავიარეთ თემა „ვინ არის ლიდერი?“, გადავწყვიტეთ მუნიციპალიტეტის მერთან გასაუბრება. მან საკმაოდ გულახდილად და გულწრფელად გაგვცა კითხვებზე პასუხი“. მერმა მოსწავლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო და ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა