26 | 09 | 2018

აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

დღეს საღამოს აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე ოპერატიულად იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე. მათ გამოიძახეს დამხმარე ძალა საგზაო დეპარტამენტიდან, ტექნიკა უკვე წამოსულია და გზა მთლიანად გაიწმინდება, მანამდე კი მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო სავალი ნაწილის გასუფთავება ისე, რომ მსუბუქ ავტომანქანებს გავლა შეძლებოდათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია