20 | 04 | 2018

სამუშაო შეხვედრა ბიუროს წევრებთან

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ ბიუროს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.

ერთ-ერთი საკითხი გახლდათ სოფელ შუხუთში არსებული ავარაიული კულტურის სახლი. ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურესბის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჩახვაძის ინფორმაციით, არსებობს კერძო აუდიტორის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კულტურის სახლი დემონტაჟს ექვემდებარება.

როგორც ბიუროს წევრებმა აღნიშნეს, გასათვალისწინებელია მოსახლეობის დიდი ინტერესი და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ უნდა დადოს შესაბამის დასკვნა. ამის შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და სოციალური პროგრამების დახვეწის საკითხებს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა