25 | 06 | 2018

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო პროექტების მონიტორინგს ამჯერად გურიის რეგიონში აგრძელებს. ზურაბ ალავიძემ, გურიის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-4 ლოტის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 10 - კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი მიმართულების ოთხ ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, პარალელური გზაგამტარის, სატრანსპორტო კვანძის, რკინაბეტონის მიწისქვეშა გასასვლელისა და წყალგამტარი მილის მშენებლობა. ამ ეტაპზე მიწის ვაკისის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებზე 370 ადამიანია დასაქმებული.სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქვეყნის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია. აღნიშნული მონაკვეთი გადის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფლების ხაჟალიას და ახალსოფლის ჩრდილოეთით, კვეთს სოფელ სუფსის გარკვეულ ნაწილს და უერთდება ამავე სოფლის ბოლოს, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის არსებულ გზას. პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2018 წელს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია