26 | 09 | 2018

ქვიშიანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ნანაძემ, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი გვარჯალაძემ და ღრმაღელის მაჟოპრიტარმა კახა თედორაძემ სოფელ ქვიშიანში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზა დაათვალიერეს.

აღნიშნული გზა სოფელს საყანე ფართობებთან, საძოვართან და სასაფლაოსთან აკავშირებს. 
როგორც კახა თევდორაძემ აღნიშნა, არსებული პრობლემის შესახებ მერიის შესაბამის სამსახურსაც ეცნობა.

საკრებულოს წევრებმა ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე საბავშვო ბაღის შენობა მონახულეს. ბაღს სახურავი აქვს დაზიანებული და შეკეთებას საჭიროებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,სკოლადელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის“ დირექტორმა, დავით წულაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შენობის ინფტასტრუქტურის მოწესრიგება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია