15 | 11 | 2019

ადგილობრივი ხელისუფლება პატივს მიაგებს საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახებს

გაზეთ „ჰო და არას“ 57–ე ნომერში (2012 წ. 16.05) გამოქვეყნდა შოთა ფირცხალაიშვილის წერილი „კაცს მხოლოდ ტყვია არა, კაცს სირცხვილიც კლავს“, რომელშიც ავტორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების ოჯახების უყურადღებობაში ადანაშაულებს.

წერილის ავტორს საჯარო ინფორმაციის მიღების სურვილი რომ გასჩენოდა, მისთვის ცნობილი გახდებოდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება უკვე მეოთხე წელია, რაც სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახებს (ასეთი კი ჩვენს მუნიციპალიტეტში 35 ოჯახია) ყოველთვიურად 50 ლარით ეხმარება.

ამას გარდა, ავტორს შეუძლია ნახოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ.გვერდი: lanchkhuti.org.ge, სადაც სიახლეებთან ერთად ქვეყნდება საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულებები და დადგენილებები. მათ შორისაა 2011 წლის 16 დეკემბრის №91 განკარგულება, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტში მოქმედებს 18 სოციალური პროგრამა, რომელთაგან ერთ–ერთი სწორედ საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლებში გარდაცვლილი მეომრების ოჯახების დახმარებაა. ამ პროგრამის განსახორციელებლად 2012 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში 27 400 ლარია გათვალისწინებული.

პროგრამის თანახმად, მსგავსი კატეგორიის ოჯახები გარდა ზემოხსენებული ყოველთვიური დახმარებისა,  ერთჯერადად, გიორგობის დღესასწაულზე (23 ნოემბერს)  200–200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ასე რომ, წერილის ავტორის ბრალდება, თითქოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ უარი თქვა, 200 ლარით დახმარებოდა ომში დაღუპული ბიჭების ოჯახებს  და ამ მიზნით ბიუჯეტში თანხა ვერ გამოიყო, რბილად რომ ვთქვათ, სრული სიცრუეა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია