18 | 12 | 2018

შეხვედრა ეროვნული ჯილდოს მფლობელთან

დღეს ლანჩხუთში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე იმყოფებოდა. საზეიმო შეხვედრა ვლადიმერ აფხაზავას მიეძღვნა, რომელიც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ პირველი გამარჯვებული გახდა. პედაგოგებმა არაჩვეულებრივი საღამო მოაწყვეს და თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. „-ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალბატონი მაიას სტუმრობა. გადავწყვიტეთ საღამო გაცნობითი ხასიათის ყოფილიყო. ჩვენმა არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა თავიანთი შემოქმედება წარმოადგინეს. ჩვენ ასევე შევხვდით მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეს, რომელთანაც ურთიერთნამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ“ _ განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა ქურიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია