18 | 12 | 2018

ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი ლანჩხუთში

ლანჩხუთში ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა გურიის გუბერნატორთან, მერაბ ჭანუყვაძესთან, ლანჩუხთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლანჩხუთის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია