24 | 09 | 2018

საახალწლო ზეიმი ჯურუყვეთში

დღეს ჯურუყვეთის საბავშვო ბაღში საზეიმო საახალწლო კონცერტი გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
პატარებმა საახალწლო ლექსები და სიმღერები წარმოადგინეს. ეწვიათ თოვლის ბაბუაც, რომლებმაც პატარებს საჩუქრად ტკბილეული გადასცა.
დამდეგი შობა-ახალი წელი დამსწრეთ მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცა.
სტუმრები და მასპინძლები ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ირაკლიმ (წულაძე) დალოცა.
დასასრულ ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღანელმა დავით წულაძემ მიულოცა პატარებს დამდეგი დღესასწაულები და წარმატებები უსურვა მათ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია