25 | 06 | 2018

ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

✔️ბიუროს წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხაზე, მერიისა და მისი ათი სამსახურის დებულებებზე იმსჯელეს.

✔️საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ვერიკო კვირკველიამ ბიუროს წევრებს გააცნო ამავე კომისიის დადებითი დასკვნა, საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ. ესენია, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ 
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“ . საკრებულო აღნიშნულს ცნობად უახლოეს მორიგ სხდომაზე მიიღებს.

✔️რაც შეეხება პეტიციის წესით წარმოდგენილ საკითხებს, განსახილველად შეტანილი იქნა საკრებულოს 27 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში.

✔️ბიუროს სხდომაზე განმარტებები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების შესახებ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა.

✔️როგორც აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი 8757600 ლარით განისაზღვრა. 
2018 -2021 წწ-ში მუნიციპალიტეტის სტრატეგია თითქმის უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:

• ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
• განათლება;
• კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი;
• მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
• მმართველობა და თავდაცვა.

✔️დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები, შემდგომი განხილვისათვის გადაეგზავნა საკრებულოს კომისებსა და ფრაქციას .

✔️ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 27 დეკემბერს, 11.00 საათზე გაიმართება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.
საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია