24 | 09 | 2018

საახალწლო ზეიმი მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში

დღეს მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა. ზეიმს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი დავით წულაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ბავშვებმა სტუმრებს თავი მოაწონეს სიმღერებით, ლექსებითა ცეკვებით. იყო ფეიერვერკები, სანტა კლაუსი და ფიფქია და ბევრი, ბევრი სიხარული. სანტა კლაუსმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებიც დაურიგა. "მინდა ყველას მივულოცო მომავალი, 2018 წელი. ჩვენ ამ პატარებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. მათთვის ვზრუნავთ. იმედია, ისინიც გაამართლებენ ჩვენ იმედებს და ჩვენც მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ამ პატარებმა ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრონ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს" - მიესალმა პატარებსა და სტუმრებს მერი ალექსანდრე სარიშვილი. დამდეგი 2018 წელი მიულოცა ყველას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ: "დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ლანჩხუთის არცერთი სოფელი არ იყოს დარჩენილი ასეთი ბაღის გარეშე" - აღნიშნა მან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია