22 | 04 | 2018

საკრებულოს თავმჯდომარემ ასლანიანების ოჯახი პირადად მოინახულა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ჩიბათის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩახვაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე წილოსანთან ერთად სოფელ ჩიბათში, რუბენ ასლანიანის ოჯახში იმყოფებოდნენ. ასლანიანების ოჯახს სოციალური შემწეობა გეგმიური გადამოწმების შედეგად, მაღალი სარეიტინგო ქულის გამო მოეხსნა. როგორც ეკატერინე წილოსანმა ოჯახს აცნობა, აღნიშნული ქულათა რაოდენობით ოჯახს შეუძლია ისარგებლოს უფასო მედიკმენტების პროგრამით. ხოლო ხელმეორედ გადამოწმება, კანონის შესაბამისად მოხდება.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა