- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 19 დეკემბერი 2017 15:27
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ მოქალაქეებთან მიღება გამართა, რომელსაც ასევე ბიუროს წევრები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა თავმჯდომარეს მათთვის პრობლემატური საკითხები გააცვნეს, რომელიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ მოქალაქეებს დახმარება აღუთქვა.
