23 | 01 | 2018

მომავალ წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

დღეს საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი გვარჯალაძე უძღებოდა. კომისიამ 2018 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები ხმათა უმრავლესობით მოიწონა. მომავალ წელს დაგეგმილია 4 541 950 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება . კერძოდ, ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მამათის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის რეაბილიტაცია, ჯურუყვეთის, ლესის, შუხუთის, გვიმბალაურის, ღრმარელის, ჩოჩხათის, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის, მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა გზებზე რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა, აკეთის, აცანის , მამათის, ჩიბათის, ნინოშვილის, ნიგვზიანის, შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში რკინა ბეტონის სანიაღვრე არხებისა და ბეტონის ან ასფალტო ბეტონის საფარის მოწყობა, მრავალბინიანი სახლის სახურავების შეკეთება, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაცია. კომისიის წევრებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. აღნიშნულ საკითხებზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. კომისიამ დღის წესრიგით განსაზღვრული სხვა ძირითადი საკითხები განიხილა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა