23 | 01 | 2018

საახალწლო ზეიმი ხაჯალიის საბავშვო ბაღში

დღეს საახალწლო კარნავალი გაიმართა ხაჯალიის საბავშვო ბაღში. ზეიმს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი დავით წულაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საბავშვო ბაღში საახალწლო განწყობა სუფევდა, ბუხარი გიზგიზებდა, იყო ბევრი სიხარული, ღიმილი, მხიარული სიმღერები, ფერიები, სანტა კლაუსი, რომელმაც პატარებს საჩუქრები დაურიგა. დამდეგი შობა-ახალი წელი პატარებს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მიულოცეს. დასასრულს, არსაზრდელები და სტუმრები მოძღვარმა მამა ირაკლი წულაძემ დალოცა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა