23 | 01 | 2018

დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

საკრებულომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

▶️აღნიშნული საკითხის შესახებ განმარტებები საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა: ,, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ნოემბრის N9466 განკარგულებით, 2017 წლის 14 მარტის N480 განკარგულებაში შესული ცვლილების შედეგად, შემცირდა საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტენიკური ზედამხედველობის მომსახურების შეყიდვა 137208 ლარით.

▶️საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ნოემბრის N2460 განკარგულებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ივლისის N1401 განკარგულებაში შესული ცვლილებით შემცირდა ა(ა)იპ სპორტული ცენტრის, გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები 6556 ლარით. მათ შორის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების ფონდის ხარჯზე 6226 ლარით, თანადაფინასების ხარჯზე 330 ლარით.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის N9645 წერილის მოთხოვნის საფუძველზე მიზანშეწონილია, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში შემცირდეს არაფინანსური აქტივების მუხლი 18500 ლარით და გაიზარდოს სუბსიდირების მუხლი 18500 ლარით, მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

▶️ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის გარე განათების ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯი გაიზარდოს 2700 ლარით. ა(ა)იპ ლანჩხუთი-სერვისის დაფინანსება გაიზარდოს სუბსიდირების მუხლი - 73900 ლარით. შპს ,,ლანჩხუთის“ დაფინანსება გაიზარდოს სუბსიდირების მუხლი - 13000 ლარით. ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება გაიზარდოს სუბსიდირების მუხლი 7600 ლარით. დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხა“, აღნიშნა მომხსენებელმა.

✔️აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვებს, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა უპასუხა.

საკრებულომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მერიის დებულაბის, თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და მერიის ათი სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა