საახალწლო ღონისძიება შუხუთში

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 20 დეკემბერი 2017 15:26

დღეს შუხუთის საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პატარებმა საკმაოდ საინტერესო ნომრები წარმოადგინეს, ფერიები, ჯუჯები, წითელქუდა, ნაცარქექია, დევი... საინტერესოდ განასახიერეს სხვადასხვა ზღაპრის გმირები, რითაც უფროსები ძალიან ამხიარულეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. „-გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გმადლობთ, რომ ასეთ ლამაზ წუთებს გვჩუქნით. მინდა იხაროთ, იმრავლოთ და იბედნიეროთ. უფალმა წყალობა არ მოგაკლოთ“-განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.