19 | 12 | 2018

მთავარი საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გახლდათ

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც გიორგი ჩახვაძე თავმჯდომარეობდა.

მთავარი საკითხი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა გახლდათ.

ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებსა და პრიორიტეტებზე, კომისიის სხდომაზე განამრტებები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ გააკეთა.

როგორც მან განმარტა, 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები შემდეგნაირად განისაზღვრა: ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა.

სხდომაზე აღნიშნული კომისიის დებულებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია