15 | 12 | 2018

საახალწლო ზეიმი საბავშვო ბაღებში

გუშინ,ქალაქ ლანჩხუთის ნომერ პირველ და წყალწმინდის საბავშვო ბაღებში საახალწლო ზეიმი გაიმართა. ზეიმს მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბავშვებმა სტუმრებს თავი მოაწონეს სიმღერით, ცეკვით, ლექსებით და ცოტა ხანს მაინც გვამოგზაურეს ფერიების, დედოფლებისა და მეფეების, პრინცებისა და პრინცესების, ფიფქიებისა და შვიდი ჯუჯის, წითელქუდებისა და კეთილი მგლების, კარლსონისა და პეპის ჯადოსნურ სამყაროში, სადაც ყველაფერი ფერადი, ლამაზი და სითბოთი სავსეა... "მიხარია, რომ თქვენს სიხარულით სავსე სახეებს ვუყურებ. დიდი მადლობა თქვენ, ასეთი კარგები რომ ხართ და მადლობა თქვენ აღმზრდელებს, რომ არ იშურებენ ძალ-ღონეს და ამდენ შრომას დებენ თქვენში. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გჯეროდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ თქვენ საკეთილდღეოდ" - მიულოცა დამდეგი ახალი წელი ბავშვებსა და მათ აღმზრდელებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია