23 | 01 | 2018

საჩუქრები შუხუთის საბავშვო ბაღსა და სკოლას

დღეს ავტობანზე მომუშავე ჩინური კომპანიის "სინ ჰიდროს" წარმომადგენლებმა შუხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის აღსაზღდელებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს. "სინ ჰიდროს" წარმომადგენლებმა საბავშვო ბაღში საჩუქრად მიიტანეს რეზინის სათამაშოები, ფერადი ფანქრები, ფერადი ქაღალდები, კონსტრუქციები, წიგნები და ა.შ. ხოლო სკოლაში - ბურთები, ბადმინტონი და სხვა სპორტული სათამაშო. "დიდი მადლობა ყველას, რომ ჩვენი პატარები ასე გაახარეს" - განაცხადა ბაღის ხელმძღვანელმა ნონა მეფარიშვილმა. "კომპანიამ გამოთქვა სურვილი, რომ საახალწლოდ დაესაჩუქრებინა ჩვენი პატარები და სკოლის მოსწავლეები. მადლობა მათ იმისთვის, რომ ბავშვები ასე გაახარეს" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა