25 | 06 | 2018

ფერმერთა სათათბიროს წარმომადგენლები ლანჩხუთში

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა გურიის რეგიონული კომიტეტის წევრებთან სათათბირო შეხვედრა, რომელსაც „ლანჩხუთის საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის“ დირექტორი გელა ზოიძე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრი მარინა სუნგულია უძღვებოდნენ. გამართულ შეხვედრაზე ითქვა,რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ფერმერებს მიაწვდინონ საკუთარი ხმა მათ, ვისაც მათი დახმარება შეუძლია. აძლევს მათ ინფორმაციას სამთავრებო პროგრამებზე, წარმოადგენს ფერმერთა ინტერესებს და იცავს მის უფლებებს. ფერმერთა სათათბიროს წარმომადგენლები გურიაში გახლავთ: გელა ზოიძე, ლია მუხაშავრია(ლანჩხუთი), თამარ კალანდაძე, ვასილ ცინცაძე(ჩოხატაური), ნანა ყირმელაშვილი, ლალი ჩანქსელიანი, დავით თენეიშვილი(ოზურგეთი). რეგიონული წარმომადგენლები იმუშავებენ რეგიონების პრობლემატიკის და პრიორიტეტების განსაზღვრაზე. სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია