26 | 09 | 2018

შეხვედრა "გურიის" საკითხზე

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, მოდგილე გიორგი ფაცურია და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ ვეტერანებს, ასევე კლუბის ყოფილ ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ფეხბურთის ვეტერანებმა და კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელობამ სპონსორის თაობაზე ისაუბრეს. თავისი მოსაზრება გამოთქვა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა: „ადგილი აქვს ბრალდებებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. თავად ვარ დაინტერესებული, რომ კლუბს ჰყავდეს ნორმალური სპონსორი. ვიცი, რასაც ნიშნავს ფეხბურთი ლანჩხუთისთვის. ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვთა ფეხბურთია მისახედი. საუბარია საფეხბურთო სკოლის დაარსებაზე. მთავარია, გამოჩნდეს ნორმალური სპონსორი, რომელსაც ეყვარება ფეხბურთი და რომელსაც გუნდს ჩავაბარებთ“ - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. შეხვედრაზე დაისვა მწვავე შეკითხვები, რაზედაც მერმა ამომწურავი პასუხი გასცა. მისი თქმით, სპონსორი გუნდის ასაღორძინებლად უნდა მოდიოდეს და გარკვეული ბიზნეს-ინტერესები უნდა ჰქონდეს და არა ვინმე, კონკრეტული პირის დასახმარებლად. შეხვედრაზე ითქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იგეგმება მმართველობის შერჩევა აუქციონის წესით, რაც თავის მხრივ, გულისხმობს ახალი მენეჯმენტის მოსვლას კლუბში.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია