23 | 01 | 2018

რიგგარეშე სხდომაზე საკრებულომ მერიის დებულება, თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და სამსახურების დებულებები დაამტკიცა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა.

საკრებულომ დაამტკიცა 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილება, რომლის შესახებ განმარტებები მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა.

განმარტების შესაბამისად, შემცირდა საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტენიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა 137208 ლარით.

ა(ა)იპ სპორტული ცენტრის, გვიმბალაურის საჭიდაო დარბაზის სარემონტო სამუშაოები 6556 ლარით. მათ შორის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების ფონდის ხარჯზე 6226 ლარით, თანადაფინასების ხარჯზე 330 ლარით.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი (215784 ლარი) თანხა შემცირდა 112702 ლარით.

ა(ა)იპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო- სააღმზრდელო ცენტრის წერილის მოთხოვნის საფუძველზე, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში მცირდება არაფინანსური აქტივების მუხლი 18500 ლარით და იზრდება სუბსიდირების მუხლი 18500 ლარით, მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით.

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 
მუნიციპალიტეტს 140 ათასი ლარი გამოეყო, წლის ბოლომდე დასაფინანსებელი ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის გარე განათების ელექტროენერგიის ღირებულების ხარჯის დასაფარად მიიმართება 2626 ლარი, გაიზარდა ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი-სერვისის“ სუბსიდირების მუხლი - 73900 ლარით, შპს ,,ლანჩხუთის“ დაფინანსება - 13700 ლარით, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება, სუბსიდირების მუხლი 23975 ლარით. ა(ა)იპ ,,ტექ-სერვისის“ დაფინანსება იზრდება 12000 ლარით(საახალწლო ღონისძიების დაფინანსებისთვის). 
შიდა მონაცვლეობის ხარჯზე გაიზარდა სოციალური პროგრამების- სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამა 3600 ლარით, ბიოკარბონატულ ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების პროგრამა -3024 ლარით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა - 400 ლარით, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა- 2775 ლარით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის და ერთჯერადი დახამარების პროგრამა 4000 ლარით.

➡️რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულომ მერიის დებულება, თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და მერიის სამსახურების დებულებები დაამტკიცა.

დადგენილებების მიღებას საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიებში განხილვები უსწრებდა. საკრებულოს წევრების დასაბუთებული შენიშვნებისა და მოსაზრებების ასახვის შემდეგ დებულებები ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა