25 | 06 | 2018

მდინარე სუფსაზე ნაგავდამჭერი მოეწყო

გუშინ მოტივნარე მყარი ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა მოეწყო მდინარე სუფსაზე. ნაგავდამჭერის მოწყობას მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი და მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე ესწრებოდნენ. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს უშუალო კავშირშია შავ ზღვასთან. მდინარე სუფსის ჩამონატანი ნარჩენები ამიერიდან ზღვას აღარ შეუერთდება. სამუშაოებს შპს „ზეტ ქონსტრაქშენი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 166 436 ლარს შეადგენს.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია