20 | 04 | 2018

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

26 დეკემბერს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრე მახათაძემ და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ წარუდგინეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ- ების შემდგომ ფუნქციონირების საკითხს, სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას, პროგრამულ ბიუჯეტსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

როგორც მერმა აღნიშნა, დაგემილია ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია. ,,ყველა უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში, დასარეგულირებელია ასევე ა(ა)იპ-ებში სახელფასო ფონდი. მათ ფუნქციონირებამ შედეგი უნდა მოგვცეს“, განაცხადა სარიშვილმა.

შეხვედრაზე სოციალური პროგრამებზე იმსჯელეს და როგორც აღინიშნა, ბევრი მათგანი დახვეწას საჭიროებს. მაგალითად, ,,მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარების პროგრამა“ არ არის პროგრამულად ჩაშლილი. ასევე,,ერთჯერადი დახმარების პროგრამა“ არ არის შედეგზე ორიენტირებული და ა.შ.

საჯარო განხილვაზე აღინიშნა, რომ პროგრამულ ბიუჯეტზე გადასვლა აუცილებელია, თუმცა ამ მხრივ დასახვეწია პროგრამებისა და ქვეპროგრამების ჩაწერის სიზუსტე და ინფორმაციულობა. მოქალაქეს უნდა შეექმნას ნათელი წარმოდგენა ამა თუ იმ საკითხის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობის შესახებ. და ასევე თუ რა შედეგი უნდა იქნეს მიღწეული ამგვარი დაგეგმარებით.

საჯარო განხილვაზე აღინიშნა, რომ დღეს რა საშუალებასაც იძლევა შემოსავლები, იქიდან გამომდინარე 2018 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად არის გაწერილი.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა