15 | 12 | 2018

საახალწლო საჩუქრები პატარებს

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადილე ვლადიმერ ნანაძემ და სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ ფირცხალაიშვილმა დღის ცენტრ "იავნანასა" და ლესის საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს. "გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ულევ სიხარულს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. ვულოცავ თქვენს პედაგოგებსაც და მადლობა მათ, რომ თქვენ ასეთი კარგები ხართ. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თქვენ ბედნიერი ბავშვობა გქონდეთ და მომავალში უფრო ხელდამშვენებულები გესტუმროთ" - ასე მიმართა ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა. პატარებს მომავალი შობა-ახალი წელი მიულოცა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ: "ძალიან მომწონხართ ასეთი კარგები, ასეთი ლამაზები და გონიერები. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და სიხარულს გისურვებთ ყველას".

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია