15 | 12 | 2018

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ინიციატივას, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს

„ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ინიციატივას, რომელიც საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებას გულისხმობდა, საკრებულოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

აღნიშნული ინიციატივა, საკრებულოს წევრებს კლუბის თავმჯდომარემ, მინდია სალუქვაძემ წარუდგინა.

,,საკრებულოს აპარატი უფლებამოსილია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების სხდომებისა და დღის წესრიგის თაობაზე დაინტერესებულ პირებთან გააგზავნოს ინფორმაცია, მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და /ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საკრებულოს, საკრებულოს კომისიის სხდომამდე 2 დღით ადრე. თქვენთვის როგორც ჩნობილია, სმს შეტყობინებები საკრებულოს სხდომების შესახებ მოსახლეობას უკვე ეგზავნება. ჩვენი კლუბის მიერ მომზადებულია სმს-ების დაგზავნის მონაცემთა ბაზა, გამომწერებთან გაფორმებულია ანკეტა მემორანდუმი. აღნიშნული ბაზა მორგებულია სოფლების სპეციფიკაზე და საშუალებას იძლევა დაგზავნა განხორციელდეს მოსახლეობის ინფორმირებისთვის სხვადასხვა საკითხების შესახებ. საკრებულოს სხდომების, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომების, ბიუჯეტის განხილვის, სოფლის ყრილობის ჩატარებისას, დეპუტატის შეხვედრების ორგანიზებისას და ა. შ“, აღნიშნა მინდია სალუქვაძემ.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია