24 | 09 | 2018

საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა

დღეს გამართულ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, საკრებულომ ცნობად მიიღო სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დადებითი დასკვნა ფრაქციების შექმნის შესახებ.

კომისიის თავმჯდომარის, ვერიკო კვირკველიას განცხადებით, საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა- „ქართული ოცნება-კონსერვატორები“, სპარტაკ კვაჭაძისა და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველები“, გოგი მორჩილაძის თავმჯდომარეობით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო-ს ფოტო.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია